English

ჩვენ შესახებ

საქართველოში აისტაილის პირველი ბრენდული მაღაზია 2016 წელს გაიხსნა სავაჭრო ქალაქ „ისთ ფოინთში“, შემდგომ კი პეკინის გამზირზე. აისტაილი საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს Apple-ის პროდუქციის სრულ ასორტიმენტს აქსესუარების ჩათვლით. ასევე, მაღაზიის შოურუმებში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქცია, როგორიცაა Beats by Dr. Dre, JBL, Harman Kardon და ა.შ. კომპანია ეწევა სრული სპექტრის პროგრამულ და ტექნიკურ მომსახურებას.

ამჟამად, აისტაილი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებელს საუკეთესო გარანტიას საუკეთესო ფასის პირობებში. აისტაილში შეძენილ Apple-ის ტექნიკაზე, ტექნიკურ აქსესუარებზე, Beats by Dr. Dre-ის, JBL-ისა და Harman/Kardon-ის პროდუქციაზე ვრცელდება ოფიციალური 1 წლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო გარანტია

აისტაილის მიზანია Apple-ის სტანდარტების შემოღება საქართველოში და მომხმარებლის მომსახურება ამ სტანდარტების მიხედვით. სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად მაღაზიებში მომხმარებელთა მომსახურებას ეწევიან Apple-ის მიერ სერთიფიცირებული კონსულტანტები და მენეჯერები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ პროგრამულ თუ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით გაწიონ კონსულტაცია და დაეხმარონ მომხმარებელს. ასევე, აისტაილის მაღაზიების დიზაინი და ინტერიერი შეთანხმებულია Apple-თან და მოწყობილია Apple-ის სტანდარტების მიხედვით.



ჩვენი მომხმარებელი ფუნდამენტური ცვლილების ეპოქაში ცხოვრობს, სადაც მას უფრო მეტი ნება, კონტროლი და შესაძლებლობები გააჩნია. დღევანდელი მომხმარებელი არის აქტიური და მეტად გათვიცნობიერებული, ის პოზიტიურად აფასებს იმ კომპანიებს, რომელთაც მყარი ღირებულებები გააჩნიათ. აისტაილი წარმოადგენს მომხმარებელზე ორიენტირებულ კომპანიას, რომლის ძირითადი მიზანიც მომხმარებელთა მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილებაა. ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს, ვზრუნავთ და ვამარტივებთ. კომპანია საკუთარ კლიენტებს სთავაზობს ლოიალურობის სხვადასხვა პროგრამას, რაც გულისხმობს ფასდაკლებას შენაძენზე, სხვადასხვა სახის საჩუქრებსა და მთელი წლის განმავლობაში უფასო პროგრამულ და ტექნიკურ კონსულტაციას. 

აისტაილი მომავალშიც აპირებს სერვისების გაუმჯობესებასა და საკუთარ კლიენტებზე მაქსიმალურად მორგებას. ასევე, კომპანიის სურვილია საკუთარი ქსელის გაფართოება, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს Apple-ის ოფიციალური პროდუქციის შეძენა საუკეთესო ფასისა და გარანტიის პირობებში. რაც მთავარია, კომპანიას სურს საკუთარი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გაზიარება საკუთარ კლიენტებთან და ამით მათი დაახლოება ბრენდთან, რადგანაც Apple არ არის უბრალოდ ტექნიკა, რომელსაც იყენებ, არამედ ეს არის ინოვაციური ცხოვრების სტილი, რომელსაც მისდევ!

ფასეულობები

ფასეულობები

აისტაილი წარმოადგენს მომხმარებელზე ორიენტირებულ კომპანიას, რომლის ძირითადი მიზანიც მომხმარებელთა მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილებაა. ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს, ვზრუნავთ და ვამარტივებთ. კომპანია საკუთარ კლიენტებს სთავაზობს ლოიალურობის სხვადასხვა პროგრამას, რაც გულისხმობს ფასდაკლებას შენაძენზე, სხვადასხვა სახის საჩუქრებსა და მთელი წლის განმავლობაში უფასო პროგრამულ და ტექნიკურ კონსულტაციას.

ოფიციალური პროდუქცია

ოფიციალური პროდუქცია

ამჟამად, აისტაილი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებელს საუკეთესო გარანტიას საუკეთესო ფასის პირობებში. აისტაილში შეძენილ Apple-ის ტექნიკაზე, ტექნიკურ აქსესუარებზე, Beats by Dr. Dre-ის, JBL-ისა და Harman/Kardon-ის პროდუქციაზე ვრცელდება ოფიციალური 1 წლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო გარანტია

მიზანი

მიზანი

აისტაილის მიზანია Apple-ის სტანდარტების შემოღება საქართველოში და მომხმარებლის მომსახურება ამ სტანდარტების მიხედვით. სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად მაღაზიებში მომხმარებელთა მომსახურებას ეწევიან Apple-ის მიერ სერთიფიცირებული კონსულტანტები და მენეჯერები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ პროგრამულ თუ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით გაწიონ კონსულტაცია და დაეხმარონ მომხმარებელს.

Buy (RED). Give life.

Help create an AIDS-free generation.

შეიძინე
Buy (RED). Give life.

განვადების ჯამური ფასი:

აირჩიე ბანკი